BBC – ავსტრალიაში, Facebook გვერდებზე ახალი ამბების გავრცელება, შესაძლოა, ფასიანი გახდეს


  • ავსტრალიაში ახალი ამბების Facebook გვერდებზე გავრცელება, შესაძლოა, ფასიანი გახდეს, – ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით ავსტრალიაში კანონის მიღებას უახლოეს მომავალში აპირებენ. ავსტრალიის ხელისუფლების განცხადებით, ბოლო წლებია სოციალურ მედიაში ყოველდღიურად ათასობით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, ახალი რეგულაციები კი მათ რიცხვს საგრძნობლად შეამცირებს. კანონის მიღების შემთხვევაში, კომპანია Facebook-ს ავსტრალიის ტერიტორიაზე ახალი ამბების გავრცელების შემთხვევაში თანხის გადახდა მოუწევს. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილია Google-თან დაკავშირებითაც. ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში Facebook-ის წარმომადგენელი უილ ელსონი. მისი თქმით, კანონი ახალი ამბების სააგენტოებს დააზარალებს, რადგან სტატიების სოციალურ ქსელში განთავსების შემთხვევაში ისინი იძულებულები გახდებიან თანხა გადაიხადონ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!