- ზუგდიდში საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, ბოტანიკურ ბაღში, ჩატარდა საქველმოქმედო ღონისძიება “იმედის სივრცე”.
ღონისძიების მონაწილეებმა, შეასრულეს ცეკვები, წაიკითხეს ლექსები, კანტანტა, ასევე იმღერეს ფონოგრამის და გიტარის თანხლებით.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. პროექტის მიზანი იყო, შემოსული თანხით სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების გაწევა. საქველმოქმედო ღონისძიებაში შემოსულმა თანხის რაოდენობამ შეადგენა 110 ლარი.
ღონისძიების მხარდამჭერი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.