გიორგი გახარია: “პენსიები ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე განრიგით დაირიცხება”


  • პენსიის გაცემა ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგით იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“პენსიების დარიცხვა და გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე. შესაბამისი განრიგის მიხედვით. ყველა პენსიონერს ეცოდინება საკუთარი განრიგი და არანაირ ტექნიკური პრობლემა არ იქნება. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი არის, რომ რიგები და მობილობა შემცირდეს და მათ წყნარად და მშვიდად მიიღონ პენსია. რაც მთავარია ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება მაღალი რისკის ადამიანებს შორის”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eighteen − 6 =

Akismet ანტისპამი