“ღია რედაქცია” – “ზუგდიდელების” ჟურნალისტების შეხვედრა მოქალაქეებთან ღია ცის ქვეშ


  • 23 მარტიდან, საინფორმაციო პორტალი “ზუგდიდელები” გთავაზობთ პროექტს “ღია რედაქცია”. ეს იქნება შეხვედრები  მოქალაქეებთან ღია ცისქვეშ და გაიმართება მუნიციპალიტეტის ხალხმრავალ ადგილებში.

“ზუგდიდელები” ჟურნალისტები ღია რედაქციის ეგიდით, მოქალაქეებს შეხვდებიან ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცაა: ქალაქის ბულვარი, ბაზრის, რკინიგზის, ავტოსადგურის და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემის ცენტრი (მათ შორის, რა თქმა უნდა, მოიაზრება საზღვრისპირა სოფლების ცენტრები). მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეჩერდნენ “ღია რედაქციასთან”, შეხვდნენ  ჟურნალისტებს და ისაუბრონ მათთან თავიანთ პრობლემებზე, ეს იქნება მათი უფლებების დარღვევის, ძალადობის, ჯანმრთელობის თუ სხვა სოციალური თემების მომცველი საკითხები, რაზეც საუბარს, მოქალაქეები, ჟურნალისტებთან საჭიროდ ჩათვლიან, რომ ხმა მიაწვდინონ შესაბამის სამსახურებს.

სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს, შეუძლიათ, სასურველ თემებზე, ისაუბრონ პირდაპირ ეთერში-“ლაივში”, რომელიც გადაიცემა საინფორმაციო ვებგვერდის  მხარდამჭერ სოციალური მედიის ფეისბუქგვერდზე.

“ღია რედაქციაში” მოქალაქის ყოფნის წუთებში, გამოქვეყნდება მოქალაქესთან ჩაწერილი ინტერვიუ მულტიმედია ვერსიით,-ფოტო, ვიდეო, აუდიო, ტექსტი.

“ღია რედაქციაში” მოქალაქის თანდასწრებით, ჟურნალისტი დაუკავშირდება იმ ინსტიტუციებს, სადაც არის შესაძლებელი მოქალაქის პრობლემების მოგვარება, პასუხის გაცემა, ან დაკვალიანება.

” ღია რედაქცია” ხალხმრავალ ადგილებში იმუშავებს კვირაში ერთხელ, დილის 10:00 საათიდან – 16:00 საათამდე.

მაშ ასე, მოქალაქეებს, ვინც კითხულობთ ამ სტრიქონებს, გაქვთ პრობლემა და გსურთ, ამ პრობლემის შესახებ ესაუბროთ ჟურნალისტს და იქვე იპოვოთ მისი მოგვარების გზები, 22 მარტს, დილის 10 საათზე გელოდებით ქალაქის ცენტრალურ ბულვარში. ეს იქნება “ღია რედაქციის” პირველი შეხვედრა მოქალაქეებთან.

მედია ეხმარება მოქალაქეებს სწორი ინფორმაციის მიღებაში, პრობლემის გადაჭრისთვის გზების ძიებაში და თუ მოქალაქე ვერ მოდის რედაქციაში, რედაქცია მიდის მასთან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!