ზუგდიდელ მძღოლებს კერძო საფინანსო ორგანიზაციების ვალები აქვთ


  • დღეს, ზუგდიდში, ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები შეიკრიბნენ, ვისაც მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, გადაადგილება კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად აეკრძალათ. 

მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მათი განცხადებით, მთავრობის აკრძალვამ შეიძლება სერიოზული პრობლემები შექმნას მათთვის,-კერძო საფინანსო ორგანიზაციების ვალები აქვთ და შეღავათები, რომელიც სხვა ბანკებმა დააწესეს, მათზე არ ვრცელდება.

შეკრებილ მძღოლებთან მივიდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია. მძღოლებმა მიიღეს პირობა, რომ ადგილობრივი ხელმძღვანელობა შეხვდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მძღოლებს გააცნობენ გადაწყვეტილებას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!