სვანეთში საკარანტინო სივრცეები მოეწყო


  • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სვანეთში 20 სასტუმრო, 340 ოთახით საკარანტინო ზონად უკვე მოამზადა. საკარანტინე სივრცეები მოეწყო ყველა იმ სასტუმროში, რომელიც ჯანდაცვის სტანდარტებს აკმაყოფილებს. საკარანტინო ზონების შერჩევა გრძელდება.

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს ნომერზე 144, რათა ისინი აღირიცხონ და საკარანტინო ზონაში ორგანიზებულად გადაიყვანონ. ტურისტული მიზნით მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ კარანტინი გაიარონ სვანეთში ან სხვა რეგიონში, ასევე შეუძლიათ დარჩნენ იმ განთავსების ობიექტში, სადანაც იმყოფებიან მანამდე, სანამ დატოვებენ სვანეთს და გაივლიან კარანტინს.
მოქალაქეების საკარანტინო ზონაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ის მოქალაქეები, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით იმყოფებიან სვანეთში ორგანიზებულად, მეთვალყურეობის ქვეშ საკუთარი ტრანსპორტით შეძლებენ საკარანტინო სივრცემდე მისვლას.
მოქალაქეებს, რომლებიც სვანეთში იმ სასტუმროში იმყოფებიან, რომელიც უკვე საკარანტინო სივრცედ მოეწყო, დღეიდან 14 დღის განმავლობაში სახელმწიფო აანაზღაურებს მათი განთავსების და კვების ხარჯებს.
დღეიდან მესტიის მუნიციპალიტეტში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოქმედებას იწყებს მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ტურისტული საინფორმაციო ცენტრისა და ადგილობრივი მუნიციპიტატეტის თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი, რომელიც სასტუმროებს ეწვევა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებსა და დამსვენებლებს ადგილზე გააცნობს სამოქმედო გეგმას და საჭირო ინფორმაციას. დაწყებულია მონაცემთა ბაზის შექმნა და კომუნიკაცია მოქალაქეებთან საკარაკნტინო ზონებში ორგანიზებული გადაყვანის მიზნით-“-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!