მესტიისკენ მიმავალ გზაზე “შავ ღელესთან” დამეწყრილი მონაკვეთი გაიწმინდა და მოძრაობა აღდგა


  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მესტიისკენ მიმავალ გზაზე “შავ ღელესთან” დამეწყრილი მონაკვეთი გაიწმინდა და მოძრაობა აღდგა.

ინფორმაციისთვის, წუხელ ღამე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობოილო გზის 116-ე კმ-ზე (შავი ღელე) კოკისპირული წვიმის შედეგად ჩამოიშალა ფერდი, რამაც მოძრაობის დროებით შეზღუდვა გამოიწვია.

დამეწყრილი მონაკვეთი წუხელ ღამითვე გაიწმინდა და მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

9 + two =

Akismet ანტისპამი