ბელარუსის ცესკო – ალექსანდრე ლუკაშენომ ამომრჩეველთა ხმების 80,23% პროცენტი მიიღო


  • ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენომ ამომრჩეველთა ხმების 80,23% პროცენტი მიიღო, – ამის შესახებ ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ლიდია ერმოშინამ განაცხადა.

მისივე თქმით მეორე ადგილზე სვეტლანა ტიხანოვსკია, 9,9%-ით, მესამეზე ანნა კონოპაცკაია, რომელმაც ხმების 1,68% მიიღო. ამომრჩეველთა 6,02% პროცენტმა კი ხმა ყველა კანდიდატის წინაღმდეგ მისცა.

ლიდია ერმოშინას ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 84.23% შეადგინა.

შეგახსენებთ, გუშინ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გასულ დემონტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბელარუსის მასშტაბით 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!