The Guardians – ბოლო მონაცემებით, ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 264 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი – 214


  • ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს.

გამოცემა The Guardians -ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის “დემოკრატ” კანდიდატს 264 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 214. დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა მიჩიგანის, პენსილვანიისა და ჯორჯიის შტატებში ხმის დათვლის პროცესის შეჩერების მოთხოვნით სარჩელები შეიტანა, რაზეც “დემოკრატიული პარტიის” ადვოკატმა მარკ ელიასმა განაცხადა, რომ “რესპუბლიკელებმა” იციან, რომ არჩევნები წააგეს.

არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!