საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა


  • საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი  stopcov.ge ავრცელებს.

საქართველოში სულ კორონავირუსის 1197 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 974-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7066 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-294.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

12 − 2 =

Akismet ანტისპამი