- ბოტანიკური ბაღის ღია სივრცეში, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი კოვიდპანდემიის პაუზის შემდეგ, მაყურებლის წინაშე სპექტაკლის პრემიერით წარსდგა.
მაყურებლებს გიორგი ლეონიძის მოთხრობის მიხედვით სპექტაკლი “მარიტა” რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა შესთავაზა.