თეატრში ნაჩვენები იქნება სპექტაკლი “მარიტა”


  • 7 თებერვალს, 15:00 საათზე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს “მარიტა”.

რეჟისორი, ინსცენირების ავტორი სცენოგრაფი გახლავთ ელენე მაცხონაშვილი.

“სპექტაკლი „მარიტა“ გიორგი ლეონიძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა. სპექტაკლი თოჯინური და ცოცხალი პლანის სინთეზია, რომელიც ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის ერთიანად ამაღელვებელი და სევდის მომგვრელია. სპექტაკლი- პოეტური ოპუსი, სიყვარულის უსასრულობაზეა, სადაც გამარჯვებული და დამარცხენული არ არსებობს. მარიტასა და გედიას უანგარო და გულწრფელ სიყვარულს დაპირისპირებული დოგმებით მოაზროვნე საზოგადოება, რომელიც გაუაზრებლად, უმოწყალოდ თელავს და ანადგურებს იმას რაც ჭეშმარიტია, ის რაც სიცოცხლის საწყისია – პატივისცემას, სიყვარულსა და სილამაზეს. თვითონ კი რჩება გამოშიგნული, უსიცოცხლო, როგორც გამხმარი ბალახის კონა.”-აღნიშულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!