ჩინეთმა მარსზე კოსმოსური ზონდი გაუშვა


  • ჩინეთმა, პირველი დამოუკიდებელი მარსის შემსწავლელი მისიის, Tianwen-1-ის ფარგლებში, “წითელ პლანეტაზე” უპილოტო კოსმოსური ზონდი გააგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ალ-ჯაზირა” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ზონდი ჩინური რაკეტის Long March 5 Y-4-ის საშუალებით ჩინეთის ჰაინანის პროვინციაში მდებარე კოსმოსური ცენტრიდან დღეს გაუშვეს.

ზონდმა მარსამდე მომავალი წლის თებერვალში უნდა მიაღწიოს. მისიის ფარგლებში, ჩინეთი პლანეტის ატმოსფეროსა და ზედაპირს 90 დღის განმავლობაში გამოიკვლევს და მასზე წყლისა და ყინულის კვალის აღმოჩენას შეეცდება.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Akismet ანტისპამი

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 35 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!