- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში იმყოფება 95 პირი.
რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 8 პირია თვითიზოლაციაში. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 2095 პირზე.
ამავე ინფორმაციით, გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 178
ნიმუში, ყველა პასუხი უარყოფითია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ, დღეს, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.