- დღეს, 1 ივლისს, ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი გაიხსნა.
მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. “მუზეუმის შესასვლელთან განთავსებულია დეზობარიერი და გაკრულია საინფორმაციო შინაარსის ბანერები. დამთვალიერებლებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. მუზეუმში შესვლისას აუცილებელია პირბადის ტარება. დარბაზში მხოლოდ ათი კაცი უნდა შევიდეს და დათვალიერება ხდება დისტანციის დაცვით. დღეს, მუზეუმს ჰყავდა დამთვალიერებელი. შიდა ტირიზმისთვის ჩვენ მზად ვართ”,-განაცხადა მუზეუმის დირექტორმა.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მუზეუმების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება 17 ივნისს მიიღო.