ხილი და ბოსტნეული, რომელთა კანიც სასარგებლოა


  • ესპანელი დიეტოლოგები – ბლანკა სალინასი კატალონიის კვების კოლეჯიდან და აიტორ სანჩესი ალერის კვების ცენტრიდან  ასახელებენ იმ ხილსა და ბოსტნეულს, რომელიც კანიანად უნდა მივირთვათ. როგორც მკვლევარები ასკვნიან – ამ პროდუქტების კანს  (ქერქს) მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე რბილობს.
უფრო კონკრეტულად,  მედიკოსები არ გვირჩევენ ბადრიჯნის კანისგან გასუფთავება-გარჩევას. ამ ბოსტნეულის  მუქი გაჯერებული შეფერილობა იმაზე მიანიშნებს, რომ კანში უხვადაა ნასუნინი, მძლავრი ანტიოქსიდანტი, რომელიც ორგანიზმისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა.
მეტად სასარგებლოა აგრეთვე ციტრუსების კანი (ქერქი), რადგან მდიდარია ანტიოქსიდანტური თვისებებით გამორჩეული ქლოროფილით, C ვიტამინით, ფენოლის შენაერთებითა და უჯრედისით, რომლებიც

უჯრედების ჟანგვას აფერხებს. ფორთოხლის, ლიმნისა და გრეიპფრუტის ქერქის ჭამა რამდენადმე სასიამოვნო რომ გახდეს, უმჯობესია  ის გახეხილი ან დაქუცმაცებული სახით  დავუმატოთ ხაჭოს, მაწონსა და გამოსაცხობს.

სპეციალისტთა აზრით, სასარგებლოა ასევე კიტრისა და კარტოფილის კანიც (მწვანე უბნების არიდებით, რადგან ამ უკანასკნელში ბევრია შხამიანი სოლანინი). დიეტოლოგები საზოგადოდ რეკომენდაციას უწევენ კანიანად მოხარშული კარტოფილის ჩართვას საკვებ რაციონში.
სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარია აგრეთვე მანგოს, კივისა და ატმის კანიც.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!