ქალაქის საკრებულოს სხდომაზე ახალი ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელები” დარეგისტრირდა. მას დეპუტატი ნიკოლოზ ზარქუა უხელმძღვანელებს. ახლადშექმნილი ფრაქციის გარდა საკრებულოში ფუნქციონირებს კიდევ სამი ფრაქცია – “თავისუფალი დემოკრატები – კონსერვატორები”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება”. რადგან “ქართული ოცნება” საკრებულოში უკვე სამი ფრაქციითაა წარმოდგენილი, დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ანა წითლიძემ კოლეგებს ნახევრადხუმრობით ურჩია, როცა ფრაქციებს ერთი მიზანი და ამოცანა გაქვთ, იქნებ ერთ ფრაქციაში გაერთიანებულიყავით და ამით ბიუჯეტი დაგეზოგათო.