შესყიდვების გეგმა დამტკიცებულია, მაგრამ…


ზუგდიდის  თემის საკრებულომ  თემის გამგეობის მიერ წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა დაამტკიცა. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის  ბესიკ ქარდავას განცხადებით, 2014 წლისთვის ადგილობრივი შესყიდვებისთვის ჯამში 756 286 ლარია გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. დამოუკიდებელმა დეპუტატმა კახა მიქაიამ განაცხადა, რომ  თანხები შეუსაბამოდ არის განაწილებული და მისი მიღება საკრებულოსაგან ამ ფორმით არ არის მართებული და  მოითხოვა, შესაბამისმა სამსახურებმა გააკეთონ საკრებულოში ინფორმაცია თანხების განაწილებისას რა პრინციპით ხელმძღვანელობდნენ ისინი. რაშიც მას  თემის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია  დაეთანხმა. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შესყიდვების გეგმაში ცვლილებების განხორციელება თავისმხრივ მოითხოვს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანასაც, რაც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!