საქართველოში კორონავირუსისგან 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა


  • საქართველოში კორონავირუსისგან 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 724 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 879-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 + 4 =

Akismet ანტისპამი