როგორც “ზუგდიდელებს” ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა გიორგი ქავთარაძემ აცნობა, დღეს ზუგდიდში, კვართის მოსალოცად ჩამოსულია ხუთი მღვდელმთავარი, მათ შორის ერთი არის რუსი ეპისკოპოსი, რომელიც თავის სამღვდელოებასთან ერთად არის ჩამოსული.როგორც მამა გიორგიმ აღნიშნა ვლაქერნობაზე, ზუგდიდში, კვართის მოსალოცად ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს შორის სჭარბობს რუსი მრევლი. დღეს ქრისტიანული საზოგადოება ვლაქერნობას — ანუ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღეს აღნიშნავს. ზუგდიდელებისათვის ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ზუგდიდის დადიანების კარის ეკლესია, სწორედ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობისაა. იმავდროულად, ზუგდიდის მუზეუმში დაბრძანებულია ღვთისმშობლის კვართი, რომელსაც ტრადიციულად, ვლაქერნობას გამოაბრძანებენ მოსალოცად.