კვართი ტაძარში 20:00-საათამდე დარჩება


 ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში დაბრძანებული ღვთისმშობლის კვართის მოლოცვა ზუგდიდში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მრევლს, შეუძლიათ საღამოს 20:00 საათამდე. მაგრამ, როგორც პრესსამსახურმა გვაცნობა, მოლოცვა გაგრძელდება, მანამ, სანამ ხალხის ნაკადი არ შეწყდება.

“მუზეუმთან დადელებული ხელშეკრულებით, კვართი მშენებარე ტაძარში დარჩება საღამოს 20:00-საათამდე, მაგრამ თუ ამ დროისათვის არ შეწყდა მისი მოლოცვის მსურველთა რაოდენობა, მისი ტაძარში ყოფნის დრო გახანგრძლივდება და არავინ დარჩება ისე, რომ ვერ შესძლოს ხატის მთხვევა.”-განმარტა ჩვენთან საუბარში მამა გიორგი ქავთარაძემ.

კვართი უკვე მოილოცეს პრემიერ მინისტრმა და კულტურის მინისტრმა.

დღეს  ქრისტიანული საზოგადოება ვლაქერნობას — ანუ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღეს აღნიშნავს. ზუგდიდელებისათვის ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან  ზუგდიდის დადიანების კარის ეკლესია, სწორედ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობისაა. იმავდროულად, ზუგდიდის მუზეუმში დაბრძანებულია ღვთისმშობლის კვართი, რომელსაც ტრადიციულად, ვლაქერნობას გამოაბრძმოსალოცად.

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!