- ყოველი დღე პირის დაბანით იწყება და მთავრდება. რა მიგვნიშნებს, რომ ამ მარტივ პროცედურას არასწორად ვაკეთებთ.
ცხელი წყალი
სახის დაბანის დროს წყლის ტემპერატურას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ცხელია, კანის ტონუს დააქვეითებს და საოფლე ჯირკვლების მუშაობას შეაფერხებს. აგრეთვე დაუშვებელია ცხელი აბაზანის, შხაპის მიღება. უმჯობესია გრილი წყლით დაიბანოთ. შემდეგ ტონიკი ან ყინულის კუბი გამოიყენოთ. ყინულისთვის წინასწარ მოადუღეთ გვირილა ან წყალში ლიმონის წვენი გაურიეთ და გაყინეთ.
პილინგით გატაცება
პილინგის შემდეგ კანი ნაზი და რბილია, მაგრამ ამ პროცედურის ხშირად ჩატარება დაუშვებელია. იგი კვირაში მხოლოდ ერთხელ უნდა ჩაიტაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კანი კიდევ უფრო გაგიღიზიანდებათ და გამოგიშრებათ.
პირსახოცის არასწორი გამოყენება
დაბანის შემდეგ სახეს პირსახოცით ნუ გაიმშრალებთ. ალბათ იცით, რომ პირი და ტანი ერთი პირსახოცით არ უნდა შეიმშრალოთ. ნუ გაიმშრალებთ სახეს ინტენსიურად. აკურატულად შეიმშრალეთ, თითქოს, მხოლოდ ზედმეტი სისველის შეშრობა გსურთ. ამისთვის შეგიძლიათ ქაღალდის ხელსახოცები გამოიყენოთ.
არასწორად შერჩეული დასაბანი საშუალება
დასაბანი საშუალება სახის კანის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. ცხიმიანი კანისთვის გამოდგება გამწმენდი გელი, რომელიც კარგად ქაფდება. მშრალისთვის-კრემისმაგვარი.
ცხიმიანი კანის დროს მნიშვნელოვანია, რომ არ გამოიშროთ იგი. თუ გგონიათ, რომ კანის გამოშრობა კარგია, ცდებით. შეიძლება კანის მხოლოდ ზედა მხარე გამოშრეს, ქვედა კი ისევ ცხიმიანი დარჩეს და კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეგიქმნათ კანქვეშა ცხიმმა.
და ბოლოს, მაკიაჟი მოიცილეთ შინ დაბრუნებისთანავე. გახსოვდეთ, რომ ჯერ იბანთ ხელებს, შემდეგ-სახეს.
ძილის წინ წაისვით სახეზე ტონიკი და კრემი, რომელიც თქვენი ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი.