საკრებულოს დეპუტატი ზუგდიდის მერს პროკურატურაში უჩივის, მერი კი, მას, მეტ კომპეტენტურობას ურჩევს


  • დღეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ, ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან, ბრიფინგი გამართა. დეპუტატმა, ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას წინააღმდეგ, პროკურატურაში, საჩივარი შეიტანა.

“ერთადერთი, რაც არჩევიდან ერთი წლის განმავლობაში ღირსეულად და წარმატებით შესძლო გაეკეთებინა და გაეგრძელებინა გეგა შენგელიას, არის ის, რომ მან ღირსეულად გააგრძელა “ქართული ოცნების” ყველა სხვა წინა მერების კორუფციული გარიგებები და გადმოიბარა კორუფციული ესტაფეტა ზუგდიდელების ხარჯზე. სწორედ, მისი პირადი კორუფციული დაინტერესებით, სახელმწიფო ვალდებულებით დატვირთულ მიწას, შეეცვალა ფუნქცია. მან გაათავისუფლა “ვისოლის” შვილობილი კომპანია ყველა ვალდებულებისაგან და მიანიჭა კომერციული სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ უნდა აშენებულიყო საერთაშორისო ბრენდის რესტორანი, სადაც უნდა დასაქმებულიყო ზუგდიდელები, თუმცა, ახლა აქ აშენდება მრავალბინიანი კორპუსი. ამას ჰქონდა ერთადერთი მიზეზი ის, რომ კომპანია “ვისოლი” და ბატონი ფხაკაძე არიან ოფიციალურად შემომწირველები “ქართული ოცნების”. გარდა ამისა, პირადი დაინტერესება ქალაქის მერის გეგა შენგელიასი. ჩვენ პროკურატურას, გადავცემთ ყველა მასალას და საკითხზე დაიწყონ გამოძიება. ასევე მინდა, მივმართო ბატონ ფხაკაძეს, რომელიც აქტიური მხარდამჭერია “ქართული ოცნების”, ის რასაც თქვენ აკეთებთ ზუგდიდში, მიწასთან დაკავშირებით, “ნაძირლობაა”… თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ყველა ამ ქალაქში, როგორც იყიდეთ  წინამორბედი მერი, როგორც იყიდეთ ახლა გეგა შენგელია და ის საკრებულოს წევრები, რომლებმაც ხმა მისცეს მიწის შესყიდვას. აუცილებლად, ნებისმიერი სხვა ხელისუფლება ამ საკითხს გამოიძიებს და დადგება თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე, მივმართავ გეგა შენგელიას, გამობრაძანდეს და ახსნას, კონკრეტულად, რის საფუძველზე მიიღო მან გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო ვალდებულებით დატვირთულ მიწას შეუცვალა  და მიანიჭა კომერციული სტატუსი”,-განაცხადა წითლიძემ ბრიფინგზე.

წითლიძის ბრალდებებს, ქალაქის მერი, გიორგი შენგელია “მორიგ ფარსს” უწოდებს. “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი არის საკრებულოს წევრი და მინიმუმ უნდა იცოდეს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს, მხოლოდ მერი არ იღებს ერთპიროვნულად. რაც შეეხება, მშენებლობის განაშენიანებას, გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს მიერ კოლეგიალურად და მხოლოდ ამის შემდეგ, ხდება მერიის მხრიდან ამ გადაწყვტილებების აღსრულება. მე ვურჩევდი მას, სანამ მსგავსი საკითხებით დაკავდება საკრებულოს სხდომებს დაესწროს და აიმაღლოს კომპეტენცია და იფიქროს იმაზე, რომ უფრო კომპეტენტური განცხადებები გააკეთოს.

რაც შეეხება, კომპანია “ვენჯორჯიას,” ჰქონდა ვალდებულება, რომ ზუგდიდის ცენტრში, აეშენებინა კომერციული ფართი გარკვეულ ვადაში, კომპანიამ აღნიშნული მშენებლობა ამ ვადაში ვერ განახორციელა და ჩვენს მიერ, მოხდა ამ ვადის გაგრძელება, ამის სანაცვლოდ, კომპანიამ  გადაიხადა მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ 200 ათასი ლარი და წარმოადგინა საინვესტიციო ვალდებულებები მილიონნახევარი აშშ დოლარის 20%, ანუ 300 ათასი დოლარის  საბანკო გარანტია, რომელიც მუნიციპალიტეტის შემოსავალში მიემართება იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ განახორციელებს ნაკისრ ვალდებულებებს იმ ვადაში, რა ვადაშიც უნდა მოხდეს ამის გაკეთება. აღნიშნულით, მუნიციპალიტეტმა, დამატებითი შემოსავალი მიიღო 200 ათასი ლარის სახით და გაიმყარა პოზიციები იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას ხელშეკრულებით  ნაკისრი ვალდებილების შესრულება გაუჭირდება”, -განაცხადა მერმა.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!