დღეს, რუხის კლინიკას კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს


  • ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსზე 24 ნიმუში გაიტესტა, მათ შორის 17 პაციენტი. ამათგან 4 არის ე.წ ტრაილერის მძღოლის უკვე დადასტურებული კონტაქტი, რომელიც შუალედურად იტესტება, 1 არის დადასტურებული შემთხვევა საზღვრის კვეთის, რომელიც მეორედ გაიტესტა, 3 სამედიცინო პერსონალი, 4 თვითიზოლაცია.  ჯამში 21-ის პასუხი უარყოფითია.

ამავე ინფორმაციით, 3 პაციენტი, მძღოლის კონტაქტი, კორონავირუსზე კვლავ დადებითია. ისინი მკურნალობას აგრძელებენ.

სრულად, გამოჯანმრთელდა საავადმყოფოს კიდევ ერთ პაციენტი, რომელსაც კვლევა განმეორებით ჩაუტარდა. მას რუსეთიდან საზღვრის კვეთის ისტორია აქვს. ის სამედიცინო დაწესებულებას დღეს, დატოვებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 × 2 =

Akismet ანტისპამი