- ინფორმაციას, “ცისარტყელას” მოიჯარეების, პანდემიის პერიოდში, იჯარის გადასახადისგან გათავისუფლების შესაძლებლობის შესახებ, ზუგდიდის მეჟორიტარის მერაბ ქვარაიას ბიურო ავრცელებს:
“საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ მინისტრს ზუგდიდსერვისის – ე. წ საყოფაცხოვრებო სახლის “ცისარტყელას” მოიჯარეების, პანდემიის პერიოდში, იჯარის გადასახადისგან გათავისუფლება სთხოვა. ასევე აღნიშნა, რომ ეს სისტემური ხასიათის პრობლემაა და კარგი იქნება თუ ამ საკითხს მივაქცევთ ყურადღებას. მთავრობის მეთაურმა დეპუტატის თხოვნა დააკმაყოფილა და პასუხში აღნიშნა, რომ უკვე გასცა დავალება ამ საკითხის გადასაწყვეტად.”