- დღეს, პროექტ “თავდაცვა და უსაფრთხოება-ინფორმირებული არჩევანის” ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ წარმომადგენლობაში ჩატარდა ტრენინგი “სახანძრო უსაფრთხოება”.
ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი თამაზ უბილავა, რომელმაც ტრენინგში მონაწილე ახალგაზრდებს, ხანძრის დროს ქცევების, შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმებისა და აუცილებელი წესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ტრენინგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდები სახანძრო-სამშველო სამსახურის საქმიანობით დაინტერესდნენ და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.
ინფორმაციისთვის, “თავდაცვა და უსაფრთხოება-ინფორმირებული არჩევანი” ფინანსდება ზუგდიდის ამერიკული კუთხის პროექტ “თემის ელჩების” ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.
პროექტის “თავდაცვა და უსაფრთხოება-ინფორმირებული არჩევანი” პარტნიორები არიან: საქრთველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, ზუგდიდის ამერიკული კუთხე, საპატრულო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონული ოფისი და ახალგაზრდული ინტერნეტტელევიზია zugdidi tv.