- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 638-მდე გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 317- მდე გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმშია 4896 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 444 პირი.
638 ადამიანიდან 317 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.