კორონავირუსი დაუდასტურდა ინფექციურში გამოკვლეულ ორ ბავშვს


ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ ორ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

“ორივე მათგანი ბავშვია თეთრიწყაროს კლასტერია. ანაკლიის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ”-ნათქვამია მედიისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრესამსახურის ცნობითვე, კორონავირუსი არ დაუდასტურდა ბავშვების დედას. სულ გამოკვლეული იყო 86 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 × 5 =

Akismet ანტისპამი