- საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223 ადამიანს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ინფიცირებულია 589 პირი, ხოლო გარდაიცვალა 9, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4830 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 521 პირი რჩება.
უცხოეთიდან, სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.