- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 582 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5025 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540 პირი.
582 ადამიანიდან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 7 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.