“პრაიმედის” ლაბორატორიაში 13 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, პასუხი უარყოფითია


  • ზუგდიდში, სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედის” ლაბორატორიაში დღის განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან 13 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს. “პრაიმედის” ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის, ლელა ქაჯაიას განცხადებით, ცამეტივე კვლევაზე პასუხი უარყოფითია.

“აღსანიშნავია, რომ სამეგრელოს რეგიონში შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა. ეს ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებიდანაც აშკარად ჩანს. ამ დრომდე ჩვენს ლაბორატორიაში 50-მდე პაციენტის ბიოლოგიური მასალაა გამოკვლეული და ყველაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. კვლევა ძირითადად იმ პაციენტებს უტარდებათ, ვინც ცხელების ცენტრებშია მოთავსებული. ასევე ვატარებთ კვლევას საკარანტინო სივრცეში მყოფ ზოგიერთ პაციენტზე”-აცხადებს ლელა ქაჯაია.

“პრაიმედის” ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის განცხადებით, მალე დაიწყება კვლევა იმ რისკ ჯგუფებზე, რომელთაც ჰქონდათ უშუალო სიახლოვე პაციენტებთან და აქტიურ სამუშაოებში იყვნენ ჩართული. ლელა ქაჯაია აცხადებს, რომ პირველ რიგში კვლევა ჩაუტარდებათ მედიკოსებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!