ნიუ-იორკის შტატში წყვილები დაქორწინებას ონლაინ შეძლებენ


  • ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც წყვილები დაქორწინებას ონლიან შეძლებენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მოქალაქეები ქორწინების შესახებ განცხადების შეტანას დისტანციურად შეძლებენ, მოხელეები კი მათ ვირტუალურ ცერემონიაზე დააქრორწინებენ.

კუომომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შტატში კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინი 15 მაისამდე გაგრძელდა. ნიუ-იორკში კორონავირუსს 13 ათას ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!