ლაშა გოგია და გია გულორდავა ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს


  • ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე მერი გია გულორდავა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

ინფორმაციას მედიას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში უდასტურებენ.

“2020 წლის აპრილში შესაბამისი ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, 50 მსჯავრდებულს, მათ შორის მსჯავრდებულებს ლ.გ.-ს და გ.გ.-ს (ვინც მოიხადა სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლით დადგენილი ვადა) მოსახდელად დარჩენილი სასჯელი შეეცვალათ უფრო მსუბუქი სასჯელით – შინაპატიმრობით”, – აღნიშნეს პენიტენციურ სამსახურში.

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე მერი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღების ბრალდებით 2018 წლის ნოემბერში დააკავესსასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო და 2-2 წელი პატიმრობა, 4-4 წელი კი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!