“ალკოჰოლი სხეულის იმუნიტეტს აქვეითებს და ჯანმრთელობის რისკებს უკავშირდება”, წერია WHO-ს ევროპული ოფისის საიტზე. განცხადების გამოქვეყნება ალკოჰოლის გლობალური მოხმარების ზრდით იყო განპირობებული.
ალკოჰოლის გავლენა იმუნურ სისტემაზე, ინდივიდებს COVD-19-ს მიმართ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის. ამასთანავე, დიდი ხანია ცნობილია, რომ ალკოჰოლური სასმლებიც მოხმარება ძალადობის რისკებს შესამჩნევად ზრდის იქ, სადაც თვითიზოლაციის ზომებს იღებენ.
WHO-მ ამასთანავე გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც აქარწყლებს მითს, თითქოს ძლიერი ალკოჰოლი კორონავირუსს “კლავს”.
აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლის მოხმარება, პანდემიის გარეშეც წლიურად დაახლოებით 3 მილიონ ადამიანს კლავს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები მარტში, წინა წელთან შედარებით 22%-ით გაიზარდა. Rabobank-ის მონაცემების მიხედვით, გაყიდვების გარდა ალკოჰოლის მოხმარებაც გაიზარდა.
გაეროს გენერალური მდივანი ამბობს, რომ მსოფლიოში “ოჯახში ძალადობის შემაშფოთებელი მატებაა”. გამოსვლაში ანტონიო გუტერესი ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი კორონავირუსთან საბრძოლველად მიღებული კარანტინის და იზოლაციის ზომებია.