,,თავდაცვა და უსაფრთხოება-ინფორმირებული არჩევანი”


  • დღეს, 16 აპრილს, პროექტ “თავდაცვა და უსაფრთხოება-ინფორმირებული არჩევანი” ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი ახალკორონავირუსთან (covid-19) დაკავშირებით. ტრენინგი ჩატარდა რუხის საჯარო სკოლის ეკოკლუბ eco warriors-ის წევრებთან.

პროექტის “თავდაცვა და უსაფრთხოება-ინფორმირებული არჩევანი” კოორდინატორმა ლიზი შამუგიამ “ზუგდიდელებთან” აღნიშნა, რომ ტრენინგზე ისაუბრეს ვირუსის გავრცელების, წარმოშობისა და პრევენციის გზებზე. “დღევანდელი ტრენინგი საკმაოდ საინტერესო და ინტერაქტიული იყო. ვისაუბრეთ, პრევენციის გზებზე და შევთანხმდით, რომ თუნდაც ერთი ადამიანის ინფორმირება, ვირუსის ჯაჭვური რეაქციით გავრცელების რისკს ამცირებს. საინიციატივო ჯგუფთან ერთად, მსგავსი ტრენინგების მობილიზებას აუცილებლად ვგეგმავ”.

“თავდაცვა და უსაფრთხოება-ინფორმირებული არჩევანი” ფინანსდება ზუგდიდის ამერიკული კუთხის პროექტ “თემის ელჩების” ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.  პროექტის “თავდაცვა და უსაფრთხოება-ინფორმირებული არჩევანი” პარტნიორები არიან: საქრთველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, ზუგდიდის ამერიკული კუთხე, საპატრულო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონული ოფისი, საინფორმაციო პორტალი ,,ზუგდიდელები” და  ახალგაზრდული ინტერნეტტელევიზია zugdidi tv.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!