- მინდა მოვუწოდო ყველას, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან – ეს არის COVID-19-თან ბრძოლის პირველი ხაზი-განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაური შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად, დღეს 112-ში და 144-ის ქოლ-ცენტრში იმყოფებოდა, სადაც მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის მუშაობის პროცესს გაეცნო.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქოლ-ცენტრი – 144, რამდენიმე ხნის წინ, აუცილებლობიდან გამომდინარე ჩაირთო, რომლის ძირითადი ამოცანაა საგანგებო მდგომარეობის პირობების და საკანონმდებლო თავისებურებების შესახებ მოქალაქეებს გასცეს პასუხი.