- დღეს, პოექტის “თავდაცვა და უსაფრთხოება-ინფორმირებული არჩევანი” ფარგლებში, ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის პროგრამის-access-ის მონაწილეებს ჩაუტარდათ სემინარი covid-19 ის თემატიკაზე.
სემინარს უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი ლიზი შამუგია. სემინარის ფარგლებში, წარიმართა საუბარი ვირუსის წარმოშობაზე, გავრცელებასა და პრევენციაზე. #დაიბანეხელები, #დარჩისახლში, რადგან თავდაცვა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია.
პროექტი ფინანსდება ზუგდიდის ამერიკული კუთხის პროექტის “თემის ელჩების” ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ. პარტნიორები არიან: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება,ზუგდიდის ამერიკული კუთხე, საპატრულო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისი, ახალგაზრდული ინტერნეტტელევიზია zugdidi tv, საინფორმაციო პორტალი www.zugdidelebi.ge