- ბრიფინგზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია შეეხო აგრალური ბაზრების თემას:
“ასევე მინდა შევეხო აგრალური ბაზრების მდგომარეობას, გუშინ, ჩვენ შტაბის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, სენაკის აგრარული ბაზრის დახურვასთან დაკავშირებით, მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო იმისაკენ, რომ ეს ღონისძიება არ არის ის რაც სახელმწიფოს ინტერესებში აქვს, რომ გინდა თუ არა დაიკეტოს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ თქვენი უსაფრთხოება იქნეს დაცული. სავარაუდოდ, ალბათ ყველა აგრარულ ბაზარს შეეხება და სამივე აგრარული ბაზარი ჩვენს რეგიონში იქნება დახურული. მხოლოდ დისტანციის დაცვა არაა საკმარისი. აქ არის ნაღდი ფულის მოძრაობაზე და იცით, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ფულით იქნა დაინფიცირებული, ამდენად, ჩვენ ვერ დავაყენებთ ვერავის რისკის ქვეშ, შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას, დაიხუროს ბაზრები ორშაბათიდან. შესაძლოა, ზუგდიდის და ფოთის ბაზრებიც დაიხუროს”.-განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.