- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.
საუბარია 79 წლის ქალზე, რომელიც მარნეული-ბოლნისის კლასტერში იმყოფებოდა და ქრონიკული დაავადებები ჰქონდა:
“ქალბატონი იყო მძიმე თანმხლები დაავადებებით. თანხმლები დააავადება წარმოადგენდა გულის უკმარისობას” – ამბობს ლევან რატიანი.
4 აპრილის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის შემთვევების რაოდენობა საქართველოში 156 გახდა, რაც გასული ღამის სტატისტიკასთან შედარებით, 1 შემთხვევითაა გაზრდილი.
ამასთან, ამ დრომდე ქვეყანაში COVID-19-სგან 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი დაიღუპა შესაბამისად, ამ დაავადებით ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 127 ადამიანი გადის მკურნალობას.
ქვეყანაში 5526 ადამიანი საკარანტინო რეჟიმში რჩება, 344 კი სტაციონარული დაკვირვების ქვეშაა.