- 16 წლის, მეოთხესკოლელმა, ზუგდიდელმა, ბექა შეროზიამ, მესინჯერში აპლიკაცია შექმნა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლას გაამარტივებს.
ბექა შეროზია: “ბექმედი” არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ადამიანებს ეხმარება COVID 19-თან ბრძოლაში, მას შეუძლია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია კორონავირუსის სტატისტიკაზე, ასევე გარკვეულ კითხვებზე დაყრდნობით, გამოთვალოს კორონავირუსის არსებობის ალბათობა პროცენტულობით, მას შეუძლია მოიძიოს ახლომდებარე აფთიაქები, საავადმყოფოები, სასტუმროების, ასევე შეუძლია თარგმნა, ამინდის პროგნოზი, ფოტოების, ან ვიდეოების უსაფრთხოდ შენახვა”.
აპლიკაციის ახალგაზრდა შემქმნელი “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ პროგრამაზე ნახევარი წელი მუშაობდა. “მონახაზი მქონდა, მსგავსი სისტემის დიდი მოთხოვნა იყო ხალხისგან და მეც შევქმენი”.
ეს აპლიკაცია ბექას პირველი გამოგონება არაა, მოზარდმა, 13 წლის ასაკშიც შექმნა ონლაინ პროგრამა „ბექ ბოტი“.