- კომენდანტის საათზე, 21:00-დან 06:00 საათმდე პერიოდში, გადაადგილებას მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირები შესძლებენ. მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.
“ეს შეეხება მედიის წარმომადგენლებსაც. თქვენ მიმართავთ საკორდინაციო შტაბს ცხელ ხაზზე – 144-ზე, ასევე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეძლებთ განათავსოთ განაცხადები საშვების მიღების თაობაზე”-ასეთი განმარტება გააკეთა ჟურნალისტის შეკითხვაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილმა.
მთავრობამ 30 მარტს გამოაცხადა, რომ ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელების დაწყებიდან გამომდინარე, საკარანტინო რეჟიმი მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და შეზღუდვები გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, რომელიც 21 აპრილამდე გრძელდება.