“მოგზაურობა არ უნდა იყოს პაციენტის კორონავირუსზე შემოწმების აუცლებელი პირობა”


  • ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ საეჭვო პაციენტისთვის ახალ კორონავირუსზე ტესტის ჩატარებისთვის აუცილებელი მოთხოვნა აღარ უნდა იყოს სარისკო ქცევა (მოგზაურობის ისტორია ან/და უცხოელთან კონტაქტი), რადგან ქვეყანაში შიდა გავრცელება დაიწყო.

ცერცვაძის თქმით, დღეს არსებული წესებით, იმისათვის, რომ პაციენტს ტესტირება ჩაუტარდეს, ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ, ადამიანს უნდა ჰქონდეს მწვავე რესპირატორული ინფექციის ნიშნები და, ამავდროულოდ, ეპიდანამნეზში აუცილებლად უნდა ჰქონდეს სარისკო ქცევა:

“მეორე აუცილებელი პირობა იყო, რომ პაციენტს ჰქონოდა საზღვარგარეთ მგზავრობის ისწტორია, ან კონტაქტში ყოფილიყო უცხოეთიდან ჩამოსულ სავარაუდო ინფიცირებულთან. ეს დღემდე რჩება ტესტირებისთვის აუცილებელ პირობად. ჩემი აზრით, სასურველია ეს პირობა გაუქმდეს, რადგან შიდა გადაცემა დაიწყო (აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ პაციენტმა შესაძლოა არ იცოდეს, ვისგან შეიძლება გადასდებოდა)”

მისივე თქმით, ადამიანი შეიძლება გავიდეს ქუჩაში და იქ დაინფიცირდეს, შესაბამისად, არ იცოდეს, ვისგან გადაედო ვირუსი.  როგორც ცერცვაძე ამბობს, ჯერჯერობით, მარნეულსა და ზუგდიდში დაფიქსირდა ისეთი დაინფიცირების შემთხვევები, როდესაც წყარო უცნობია.

ცერცვაძის მოსაზრებით, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოგზაურობასთან დაკავშირებული ისტორია არ უნდა იყოს აუცილებელი პაციენტის კორონავირუსზე შესამოწმებლად.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!