ზუგდიდის კულტურის ცენტრში „ოდიში“ 4 ივლისს, 18:00 საათზე გაიმართება მამუკა ჩარკვიანის საიუბილეო საღამო „20 წლის შემდეგ”. ბილეთის ღირებულება 10 ლარია.
მისი შეძენა მოქალაქეებს ზუგდიდის კულტურის ცენტრ „ოდიშსა“ და სამხატვრო გალერეაში შეეძლებათ. საღამოს ორგანიზატორია შემოქმედებითი გაერთიანება ,,ფორმულა-97″. ღონისძიების მხარდამჭერია ადგილობრივი თვითმმართველობა, საინფორმაციო მხარდამჭერი -ადგილობრივი მედია.