“ოდიშის” ქველმოქმედება


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრ “ოდიშის” მიერ ივნისის თვეში დაგეგმილია საქველმოქმედო ღონისძიებები. შემოსული თანხები გადაირიცხება სტიქიით დაზარალებულთათვის შექმნილ ფონდში. “ზუგდიდელებთან” საუბრობს კულტურის ცენტრ “ოდიშის” დირექტორი ნინო მამფორია: ” ივნისის თვეში, ცენტრის მიერ დაგეგმილია  შემდეგი საქველმოქმედო ღონისძიებები: 22 ივნისს ცენტრის ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ჩელას” უმცროსი თაობის საქველმოქმედო კონცერტი “60 წუთი საქართველოს კუთხეებში”- დასაწყისი 16 სთ-ზე. 24 ივნისს ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივების საანგარიშო საქველმოქმედო კონცერტი “ქართველების ერთად ყოფნა დაგვილოცე ღმერთო” – დასაწყისი 18 სთ-ზე. 25 ივნისს, ცენტრის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,თუთარჩელას” საქველმოქმედო კონცერტი, სადაც ჩაერთვებიან ფოლკლორული ანსამბლი “ჩელა”, დასაწყისი 18 სთ-ზე. 27 დან 30 ივნისის ჩათვლით კულტურის ცენტრი გვეპატიჟებათ მეორე საერთაშორისო საქველმქომედო მუსიკალურ ფესტივალზე, 27 ივნისს არის ფესტივალის გახსნა, 28 ივნისი არის ფესტვალის მეორე დღე სლოგანით “ვაჩუქოთ ერთმანეთს სიკეთე”, 30 ივნისს არის ფესტივალის დახურვა – გალა კონცერტი. ასევე, 8 ივლისს დაგეგმილია  ჩვენი ცენტრის ქორეოგრაფიულ ანსამბლების ,,ჩელასა” და ფოლკლორულ ანსამბლ “ოდოიას” საქველმოქმედო კონცერტი. კონცერტის დასაწყისი 18 სთ-ზე. ღონისძიებებიდან შემოსული თანხები გადაირიცხება სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად შემქნილ ფონდში”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!