- საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ამ დროისათვის, სამეგრელოს რეგიონში თვითიზოლაციაში 306 პირია, ხოლო 55 პირი მოიხსნა თვითიზოლაციიდან ვადის ამოწურვის გამო.
საკარატინო ზოლში რეგიონიდან გადაყვანილი 27 ადამიანი იმყოფება, საიდანაც 4 საკუთარი ნებით მივიდა, რადგან მათ არ გააჩნდათ თვითიზოლაციის პირობები.
მისი ინფორმაციით, მესტიაში 2 საკარანტინო სივრცეა, სადაც 2 უცხოელ ტურისტზე მყარდება ზედამხედველობა. ხოლო ზუგდიდში მიდის საკარანტინო სივრცის მოძიება.