რომის პაპი- ერთობლივი ლოცვით წარმოვთქვათ „მამაო ჩვენო“


  • რომის პაპმა მსოფლიო ქრისტიანებს მოუწოდა, ერთობლივად ილოცონ, რათა კორონავირუსის პანდემია დასრულდეს. ამ ინიციატივით პონტიფიკოსი ტრადიციული საკვირაო მიმართვისას გამოვიდა, რომელიც უკვე მესამე კვირაა კარანტინის გამო, მოსახლეობას სატელევიზიო პირდაპირი ეთერით მიმართავს.

„გამოცდის ამ დღეებში, როდესაც მთელი კაცობრიობა პანდემიის საფრთხეს შეეჯახა, მინდა ყველა ქრისტიანს შევთავაზო, გაერთიანდნენ ზეციდამი მიმართვაში. ვიწვევ ყველა ეკლესიის მეთაურს, ყველა ქრისტიანულ თემს, ყველა კონფესიის ქრისტიანს მივმართოთ უზენაესს ერთობლივი ლოცვით, წარმოვთქვათ „მამაო ჩვენო“ 25 მარტს შუადღით“ , – განაცხადა პაპმა ფრანციკემ.

მისივე თქმით, 27 მარტს, პარასკევს თავად შეასრულებს ლოცვას წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე. „ვირუსის პანდემიას გვსურს ვუპასუხოთ ლოცვისა და თანაგრძნობის პანდემიით“ – განაცხადა რომის პაპმა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!