2019-2020 სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 2019-2020 სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება, .

მისი თქმით, განათლების სამინისტრო ამ ეტაპისთვის სასწავლო პროცესის გახანგრძლივებას არ გეგმავს. შესაბამისად სასწავლო წელი დამთავრდება იმ ვადებში, რომელი ვადებიც დღესდღეობით არის დადგენილი.

„არდადეგების დასრულების შემდეგ, სკოლებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, თუ როგორ დაგეგმონ სასწავლო დღეები. ამაში განათლების სამინისტრო მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლება“, – აღნიშნა დგებუაძემ.

11 მარტს კი საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები 1-ელ აპრილამდე გაგრძელდა.

12 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდეა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

one × 5 =

Akismet ანტისპამი