ზუგდიდის სასტუმროებში ტურისტები ჯავშანს აუქმებენ


  • “ზუგდიდელები” ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დაინტერესდა ჰყავთ თუ არა  ადგილობრივ სასტუმროებს ვიზიტორები, უახლოეს ხანებში ელოდებიან თუ არა მათ და როგორია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე მათი  ფინანსური მდგრადობა. 
სასტუმრო “ლეთოში”  “ზუგდიდელებს” უთხრეს, რომ  მათ ჰყავდათ უცხოელი ტურისტები, მაგრამ წავიდნენ.  ჰქონდათ ჯავშნებიც, მაგრამ დარეკეს და გააუქმეს. ფიქრობენ, ალბათ ვირუსის გამო თავს იკავებენ ტურისტები ჩამოსვლისგანო.
სასტუმრო “გარდენ პალასის” ადმინისტრაციაში, ჩვენი იქ ყოფნის წუთებში, არ ჰყავდათ არცერთი უცხოელი სტუმარი. გვითხრეს, რომ უცხოელი ტურისტები, რამდენიმე დღე იყვნენ მათთან, მაგრამ უკვე წასულები არიან. ჯავშანიც ჰქონდათ, თუმცა როგორც ამბობენ, მათთანაც ტურისტები რეკავენ და ჯავშანს აუქმებენ.  
“იბერია პალასში”, როგორც გვითხრეს, ჰყავთ სამი გერმანელი ტურისტი, რომლებიც 9 მარტს ჩამოვიდნენ და  20 მარტამდე დარჩებიან. 
სასტუმრო “გრანდში” არ ჰყავთ არც ერთი ტურისტი, მაგრამ აქვთ ოთხი ჯავშანი და 22 მარტს  ელოდებიან ლატვიიდან სტუმრებს. “ამ დროისთვის ნაკლებია სტუმრიანობა, მხოლოდ 4-5 ჯავშანი გვაქვს. ალბათ, ვირუსის გამო იკავებენ თავს, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება”.
“მწვანე სახლის” მეპატრონემ, თინათინ დიდიშვილმა კი, ჩვენთან სატელეფონო საუბარში გვითხრა: “ვინაიდან ეს არის საოჯახო სასტუმრო, სამი დღის უკან მივიღე გადაწყვეტილება, დროებით დამეხურა. წინასწარ დაჯავშნილი ადგილები კი ტურისტებმა დარეკეს და თავად გააუქმეს. ალბათ ვირუსის გამო არიდებენ თავს ჩამოსვლას. მაქვს ათ კაციანი სასტუმრო და მიუხედავად იმისა, რომ დროებით დავხურე, მიწევს იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც მაქვს დაკისრებული. როგორ გადავიხადო, თუ ჩემთან არცერთი ტურისტი არ მოვა? თუ ასე გაგრძელდა, ეს ძალიან იმოქმედებს ჩემზე და არა მარტო ჩემზე, მთლიანად  სასტუმრო ბიზნესზე.”

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!