ქალაქის ცენტრში, ბულვართან, საქართველოს დროშის დიზაინის შადრევნის რეკონსტრუქცია დაიწყო. როგორც სამუშაოთა მწარმოებელმა, შპს “მონოლითის” წარმომადგენელმა გია შონიამ განაცხადა, შადრევნის რეკონსტრუქციისათვის დაიხარჯება 43.500 ლარი და სამუშაო შესრულდება ორ თვეში.
შადრევანი დროშის დიზაინით, წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა. ის, იმთავითვე, გააპროტესტა ზუგდიდელების ერთმა ნაწილმა, მაგრამ არსებობას მაინც განაგრძობდა და სხვათაშორის მოზარდებს ახალისებდა ზაფხულის ცხელ დღეებში.
ცნობილი ზუგდიდელი მეცნიერი, აწგანსვენებული აბესალომ ტუღუში, ჟურნალისტებთან საუბარში ყოველთვის აღშფოთებას გამოთქვამდა შადრევანის დიზაინის გამო და აღნიშნავდა რომ ეს იყო საქართველოს ეროვნული სიწმინდის – დროშის შეურაცხყოფა. მან ამ საკითხთან დაკავსირებით არაერთხელ მიმართა მაშინდელ ცენტრალურ ხელისუფლებას.
შადრევნის დიზაინის შეცვლის გდაწყვეტილება ზუგდიდის ახალმა ხელისუფლებამ მიიღო ხალხის მოთხოვნით.