სტიქიამ მარიამ ქუთელია შეიწირა


გუშინ ღამე, თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას  24 წლის ზუგდიდელი გოგონა მარიამ ქუთელია ემსხვერპლა. მარიამი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის სკოლის მაგისტრანტი იყო. მან ოქროს მედალზე დაამთავრა ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლა და 100 პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა უნივერსიტეტში. გაცოფებულმა ვერემ მას მეგობრებთან ერთად მოუსწრო. მასთან  გარდაიცვალა მისი ერთი მეგობარი გოგონაც.თბილისში,  სტიქიური უბედურების დროს დაღუპულ მარიამ ქუთელიას იხსენებს მისი მეგობარი, თანაკლასელი  მარი ფაცაცია: ’’ მარიამი საუკეთესო კლასელი, სტუდენტი, მეგობარი და ზოგადად,  არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ძალიან მიმძიმს მასზე წარსულ დროში საუბარი . ყველგან პირველი იყო – როგორც სკოლაში, ისე უნივერსიტეტში. ძალიან ბევრს მეცადინეობდა. ფაქტიურად ,უნივერსიტეტში ცხოვრობდა, – პრეზიდენტის სტიპედიანტი იყო. მასზე განაწყენებული ადამიანი არ მეგულება . სამწუხაროდ, სწავლის გამო, ბოლო პერიოდი, იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს, ბოლოს, როცა ვნახე, დაღლილი სახე ქონდა, ღამეებს ათენებდა სწავლაში. მე თბილი ყურადღებიანი და კარგი მეგობარი დავკარგე .”

სავარაუდოდ, მარიამ ქუთელიას დღეს გადმოასვენებენ ზუგდიდში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!